|
2024-04-11 19:26:59, 412 ნახვა
საზოგადოება
განათლების საერთაშორისო გამოფენას 5 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“
„საქართველოს ბანკი“ მიზანდასახული და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით და ბანკის მხარდაჭერით, „განათლების საერთაშორისო გამოფენა“ გაიმართა. ღონისძიებას 5000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს, გაცნობოდნენ ინფორმაციას სტიპენდიების, სტაჟირების, საზაფხულო სკოლებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ. ამასთან, მიეღოთ პასუხები საერთაშორისო სტიპენდიებთან დაკავიშრებით მათთვის საინტერესო კითხვებზე საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან (აშშ-ს საელჩო, ბრიტანეთის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, AIESEC, და სხვა.). „საქართველოს ბანკში" გვჯერა, ახალგაზრდების და იმის, რომ ისინი ქმნიან უკეთეს მომავალს. ამ პროცესში კი გადამწყვეტ როლს განათლება ასრულებს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ. განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით გაიმართა, საკუთარ თავში მოიაზრებს შესაძლებლობას ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, გაეცნონ ამომწურავ ინფორმაციას უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესახებ და მიიღონ პასუხები, მათთვის საინტერესო კითხვებზე. გვახარებს ღონისძიებისადმი ახალგაზრდების მიერ გამოვლენილი დიდი ინტერესი. ვიმედოვნებთ, რომ განათლების გამოფენა პატარა წვლილს მაინც შეიტანს მათი მიზნების განხორციელების პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)