04:07 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 16:24:29, 410 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის საგარეო მინისტრი - თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ამას საპასუხო რეაგირება მოჰყვება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმასთან დაკავშირებით ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ისრაელ კაცმა აღნიშნა, თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ამას საპასუხო რეაგირება მოჰყვება.

„ირანი თავისი ტერიტორიიდან თუ დაგვესხმება თავს, ისრაელი უპასუხებს და დაარტყამს მას“, - წერს ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).

შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი დაიღუპა, მათ შორის  2 გენერალი იყო.

მომხდარს ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელი ირანის საკონსულოზე თავდასხმას ინანებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics