|
2024-04-07 15:26:11, 381 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - რაც არ უნდა დააშინოთ საზოგადოება აბსურდით, გამჭვირვალობას ვერასდროს აქცევთ რუსულ ფენომენად
გამჭვირვალობა არის და იქნება დემოკრატიული საზოგადოების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი!- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც დეპუტატი აცხადებს, "საზოგადოების მოტყუებას დეზინფორმაციული კამპანიები აღარ ჰყოფნის და ახლა მეტი ეფექტისთვის საზოგადოების შანტაჟი დაემატა". “გამჭვირვალობის წინააღმდეგ წარმოებული ასეთი კამპანიების ფონზე, გამჭვირვალობის კანონის საჭიროება კიდევ უფრო ცხადი ხდება. საზოგადოების მოტყუებას დეზინფორმაციული კამპანიები აღარ ჰყოფნის და ახლა საზოგადოების შანტაჟი დაემატა მეტი ეფექტისთვის! სირცხვილია, ვინც სამოქალაქო საზოგადოების სახელით ებრძვით იმას, რაც ჩვენი საზოგადოების ინფორმირებულობას ემსახურება! სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოებას არ უნდა უმალავდეს საქმიანობის წყაროს! სირცხვილია, როდესაც სოციალურ ქსელებში "პოსტების" დაბლოკვაში და სიმართლის ჩახშობაში ხარჯავენ ორგანიზაციები ფულს, რომელიც სავარაუდოდ, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქვთ მიღებული! საზოგადოების დაცინვაა, როდესაც გამჭვირვალობას ებრძვი და თან ამბიცია გაქვს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში იყო ჩართული ყოველგვარი ლეგიტიმაციის და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე! სუვერენიტეტს ებრძვი, როდესაც ხალხის არჩეულ პარლამენტის წევრს უკრძალავ, იმსჯელოს და განიხილოს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოების ინფორმირებულობას ემსახურება! რაც არ უნდა დააშინოთ საზოგადოება აბსურდით, კანდიდატის სტატუსის წართმევით ან უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, გამჭვირვალობას ვერასდროს აქცევთ რუსულ ფენომენად! გამჭვირვალობის წარმოჩენა, თითქოს ის დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ინსტურმენტად შეიძლება გამოიყენოს ვინმემ, დემოკრატიული სამყაროს შეურაცხყოფაა! გამჭვირვალობა არის და იქნება დემოკრატიული საზოგადოების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი! ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში და კეთილდღეობაში ჩადებული რესურსი დასამალი არ არის! ალოგიკურია საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის დასამალად ასეთი გამალებული ბრძოლა! პირიქით, იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგი საქმის უკან ვინ დგას, თუ ასეთი კეთდება!”- წერს ბოჭორიშვილი.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)