|
2016-02-10 16:23:46, 2089 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია დაიწყო
დღეიდან, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალის მეტი ინფორმირების მიზნით 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია დაიწყო. სამინისტროს წარმომადგენლებმა პირველ შეხვედრა ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რეგიონულ ცენტრში გამართეს. პროგრამები, მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მანანა ფაღავას და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლელა სურმანიძესთან ერთად წარადგინა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე სამედიცინო პერსონალს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა მოქმედი პროგრამების, მოსარგებლეებისა და დაფინანსების წესის შესახებ. პრეზენტაციის ფარგლებში ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯამრთელობის დაცვის რეგიონულ ცენტრს გადაეცა სამინისტროს პროგრამების შესახებ დამზადებული საინფორმაციო მასალები. 12 თებერვალს, სამინისტროს წარმომდგენლები მორიგ შეხვედრას ონკოლოგიური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან გამართავენ. „2016 წელს სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი შეადგენს 11,306,170 ლარს. უწყება წელს 7 პროგრამას და 20 ქვეპროგრამას ახორცილებს. 2015 წელთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი 5, 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 14, 057, 940 ლარს შეადგენს. წელს სამინისტრომ ცალკე პროგრამად გამოყო ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება, დაიწყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა მკვეთარდ გამოხატული შშმ პირების, შშმ ბავშვების; ასკით პენსიონერების და 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს). სამინისტრო წელს პირველად 10 000 ლარის ოდენობით აფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას, ამოქმედდა ბავშვთა ადრეულ განვითარების ახალი პროგრამა, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები, 3,000,000 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესაძენად, დაგეგმილია 115-მდე საცხოვრებელი სახლის შეძენა. სამინისტროს დაგეგმილი აქვს მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენა ქობულეთისა და ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)