|
2024-04-03 09:15:06, 547 ნახვა
მსოფლიო
კირბი - ირანი რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში ეხმარება
ირანი რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში ეხმარება,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. როგორც კირბიმ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსები ასევე იყენებენ ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც მათ ჩრდილოეთ კორეიდან მიიღეს. "ისინი, რა თქმა უნდა, განაგრძობენ უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას და რეალურად ეხმარებიან რუსებს ირანული დიზაინის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში. ჩვენ ვიცით, რომ რუსები, უკვე დიდი ხანია, იყენებდნენ და იყენებენ ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც მათ ჩრდილოეთ კორეიდან მიიღეს, მაგრამ მე, პირადად, არ ვფლობ ოფიციალურ დასტურს, რომ ირანული რაკეტები იქნა გადატანილი და გამოყენებული",- ამბობს ჯონ კირბი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)