05:30 - 05 Jul, 2026
|
2024-04-01 14:25:22, 720 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო მინისტრი - პარიზი ელოდება, რომ პეკინი მოსკოვს უკრაინის ომის საკითხზე მკაფიო გზავნილით მიმართავს
პარიზი ელოდება, რომ პეკინი პარტნიორ მოსკოვს უკრაინის ომის საკითხზე მკაფიო გზავნილით მიმართავს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ პეკინში ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სეჟურნემ ასევე ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო შეშფოთება გამოთქვა. „მინდა, გამოვხატო საფრანგეთის შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო და ირანის მიმართ ანალოგიური ბრალდებებისთვის. ეს ნიშნავს კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას. ფსონზე დევს უკრაინის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. როგორც უკვე ვთქვი, ფსონზე ასევე დევს საერთაშორისო წესრიგის სტაბილურობა“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)