|
2024-03-26 14:56:33, 643 ნახვა
საზოგადოება
მერია - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დაგეგმვა უკვე განახლებული ვებგვერდითა და აპლიკაციითაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი - ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი. მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი სერვისებისა და უკვე არსებული მომსახურებების განვითარების პროექტის ფარგლებში, კომპანია მომხმარებელს ასევე, სთავაზობს მობილურ აპლიკაციას Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის. "აღნიშნული აპლიკაცია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეები მგზავრობის დაგეგმვას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმებას შეძლებენ. აპლიკაციის ახალი ვერსია მოქალაქეებს ასევე, სთავაზობს მარშრუტების სხვადასხვა ალტერნატივას, რომელიც ავტობუსების რეალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაა შედგენილი. განახლებული დიზაინისა და ფუნქციონალის გათვალისწინებით, შესაძლებელია ქალაქის მასშტაბით გადაადგილების დაგეგმვა მგზავრობის დაწყებისა და დასრულების ადგილების მიხედვით. ვებგვერდზე, ასევე, მოცემულია გრაფიკების, მარშრუტებისა და გაჩერებების შესახებ დეტალური ინფორმაცია. დეტალური ინფორმაციის მიღებასა და აპლიკაციის ჩამოტვირთვას შეძლებთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)