|
2024-03-26 12:13:05, 783 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ელჩი, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული, უწყებაში არ გამოცხადდა
პოლონეთში რუსეთის ფედერაციის ელჩმა, სერგეი ანდრეევმა, რომელიც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული, უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, პაველ ვრონსკის თქმით, დიპლომატი უწყებაში არ გამოჩენილა. მისივე განცხადებით, დიპლომატიური ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "სხვაგვარად" გადაეცემა. "ჩავთვალე, რომ აზრი არ ჰქონდა ამ თემის განხილვას მტკიცებულებების წარდგენის გარეშე და უარი ვთქვი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლაზე",- განუცხადა თავად ელჩმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია "რია ნოვოსტს". შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი მას შემდეგ დაიბარეს, რაც 24 მარტის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინას შეტევისას, ერთ-ერთმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)