|
2024-03-25 20:43:15, 753 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პრემიერი - პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მას არ ეშინია კრემლის მხრიდან არსებული მუქარის შემცველი რიტორიკის. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მელონიმ კომენტარი ვლადიმერ პუტინის განცხადებებზე გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და მიმალვას ცდილობდნენ. „ვფიქრობ, სიტუაცია არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი საქმის კეთება, კერძოდ, იმ შეკავების უზრუნველსაყოფა, რომელიც ევროპამ და დასავლეთმა უკვე შეძლეს. ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ესკალაცია არ იქნება. პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)