15:17 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-25 17:46:07, 1262 ნახვა

რეგიონი
ქედის მერმა ზედა აგარასა და პირველ მაისში საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

"ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლების შეძენის" პროგრამის ფარგლებში საცხოვრისის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ,  პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან, მაჟორიტარ ჯიმშერ სამნიძესთან და პირველი მაისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან  რაულ სალაძესთან ერთად სოფელ ზედა აგარაში და  პირველ მაისში საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

"ახალი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლებით აბულაძეების ექვს სულიანი ოჯახი და თებიძეების ორ სულიანი ოჯახი ისარგებლებს.

მიმდინარე წელს 4 ახალი სახლი აშენდება, რომლის პროგრამის ბიუჯეტი 315 806 ლარს შეადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics