|
2024-03-25 16:41:07, 657 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა
საქართველოს 8 რეგიონში უკვე "საქართველოს ბანკის" 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. "საქართველოს ბანკის" ინიციატივით, რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა. "საქართველოს ბანკის" თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით - ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ. საქართველოს მასშტაბით, იდეათეკა უკვე 11 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს. “საქართველოს ბანკისთვის" განათლება უცვლელი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, საქართველოში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს მივცეთ თანაბარი წვდომა განათლების შესაძლებლობებზე. ამისათვის, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, ჩვენი საგანმანათლებლო ინიციატივების პორტფოლიო 40-ზე მეტ პროექტს ითვლის. მათ შორის კი გამორჩეულ ადგილს "საქართველოს ბანკის" იდეათეკა იკავებს. უკვე მეოთხე წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩვენ ახალგაზრდებისთვის მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს ვქმნით, რათა ხელი შევუწყოთ მათში მეცნიერებისა და ზოგადი განათლებისადმი ინტერესის გაზრდას. ჯამში ჩვენ უკვე 21 იდეათეკა გავხსენით, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა 11 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, შეიმეცნოს უფრო მეტი და აღმოაჩინოს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკი" იდეათეკების პროექტს ქართული წიგნის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორციელებს. "საქართველოს ბანკის" სხვა CSR პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)