|
2024-03-15 13:56:54, 638 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს პროექტის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის - „ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში“ - გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია არასრულწლოვანთა უფლებების ეფექტური დაცვა და გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერება. "მან ასევე ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელობას და ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს საპოლიციო თანამშრომლობისა და თავისუფლების აღკვეთის სამმართველოს წარმომადგენელი დონჩე ბოშკოვსკი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე და სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი გვანცა ჩხაიძე. ღონისძიების მიზანს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება, ასევე, სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერისა და ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. მისი მიზანია, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანი და ანგარიშვალდებული წესით შესრულების მონიტორინგის კუთხით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)