13:40 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 14:46:01, 557 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ძალიან გამიჭირდება შევაფასო, თუ რას იზამს სალომე ზურაბიშვილი ხვალ და ზეგ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "მისთვის სრულებით გაუგებარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, გაუჭირდება საუბარი, თუ რას გაააკეთებს ის მომავალში".

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ხალხის ძალის“ იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეაწყალებინებს, ისინი არჩევნებს აღარ დაელოდებიან და აგვისტოს ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.    

„გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. შესაბამისად, შევაფასო, თუ რას იზამს ის ხვალ და ზეგ, ძალიან გამიჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, თბილისის მერის შეფასებით, ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და კარგი იქნება, თუ ყველა მათგანს პასუხი გაეცემა, თუმცა, ამ ეტაპზე პრიორიტეტი მომავალი არჩევნებისთვის მზადებაა. 

„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას და აგვისტოს ომის საკითხს, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, თუნდაც მიღებული რეზოლუციები, ის მოვლენები, რომელიც აგვისტოში ხდებოდა.  ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით და კარგი იქნებოდა, რომ სიცხადე შემოვიდეს, ყველამ ყველაფერი იცოდეს, თუმცა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩვენს ქვეყანაში და ყველა ამისთვის ვემზადებით. ვნახოთ, არჩევნების შემდეგ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამის გაკეთება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics