04:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 11:56:39, 1125 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ქუჩაზე, „გრინჰილ რეზიდენსის“ ბოლო ფაზა შენდება

საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩის #24-ში, საცხოვრებელი კომპლექსის - „გრინჰილ რეზიდენსის" ბოლო ფაზა "თიბისის" მხარდაჭერით შენდება.

"გრინჰილ რეზიდენსი" 33 500 კვ.მ. ფართობზეა განლაგებული და საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად, კომერციულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, საბავშვო და რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს.

კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი 3 დასრულებული ეტაპი 10 ბლოკს მოიცავს. ბოლო ფაზა, რომელიც 2 საცხოვრებელ ბლოკს გულისხმობს, 80 მეტრითაა დაშორებული დასრულებული ბლოკებისგან.

კომპლექსის სრულყოფილი ინფრასტრუქტურა აერთიანებს 5000 კვ.მ გამწვანებულ, შიდა, დაცულ ეზოს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, სკვერს, 25 მეტრიან საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს, სპას, პარკირების 400-მდე უფასო ადგილს.

ასევე, კომპლექსის უპირატესობებია: ხედი მდინარე ვერესა და წყნეთზე; ვერეს ხეობის დახმარებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემო; მეტროსადგური 500 მეტრში; 100 მეტრში კი - ჰიპერმარკეტი.

კომპლექსში ბინები 53 კვ.მ-დან, მაცხოვრებლების სურვილის შესაბამისად - თეთრი კარკასით ან რემონტით ბარდება.

"გრინჰილ რეზიდენსის" ბოლო ფაზის მშენებლობა, 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.

პროექტის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულებზე:





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics