|
2024-03-12 15:01:11, 591 ნახვა
საზოგადოება
ქვრივიშვილი - საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს, რომ ქუთაისის აეროპორტი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია
ქუთაისის აეროპორტმა საერთაშორისო რეიტინგებში მცირე ზომის აეროპორტებიდან საშუალო ზომის აეროპორტებს შორის გადაინაცვლა - ACI Europe-ს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91%-ით გაიზარდა, რის შემდეგაც მცირე აეროპორტებიდან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში მოხვდა, ხოლო 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით - საუბარია ACI წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 10 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მორიგი აღიარება, რომლის მიხედვითაც, აეროპორტი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია. მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2023 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და 1 600 000 -ზე მეტ მგზავრს უმასპინძლა. „ქუთაისის აეროპორტში 37 მიმართულებით ხდება პირდაპირი საჰაერო ფრენების ოპერირება, საიდანაც 28 არის ევროპული მიმართულება და სწორედ ქუთაისის აეროპორტს აქვს უდიდესი წვლილი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მიმდინარე წელს გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები იმისთვის, რომ მოხდეს აერპორტის კიდევ უფრო მეტად გაფართოება და მისი გამტარუნარიანობის ზრდა იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ უფრო მეტ ავიაკომპანიას, მივიღოთ მეტი პირდაპირი რეისი, დავნიშნოთ ახალი მიმართულებები ევროპის ქვეყნებში, შედეგად კი როგორც იმერეთის რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოში ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტ შიდა და საერთაშორისო მოგზაურს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)