01:19 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-07 15:55:03, 755 ნახვა

საზოგადოება
„ჩემს გამომცემლობასა“ ​და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

6 მარტს "ჩემს გამომცემლობასა" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორთან სპეციალური მიღება გაიმართა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ღონისძიებაზე თსუ-ში წიგნის მაღაზიების დიდი ქსელის შექმნასა და ამ ქსელში თსუ გამომცემლობის გარდა სხვა გამომცემლობების წიგნების შეტანაზე ისაუბრა.

თანამშრომლობის ფარგლებში "ჩემი გამომცემლობა" უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადასცემს ახალი გამოცემების თითო ეგზემპლარს. უნივერსიტეტი კი  დახმარებას გაუწევს გამომცემლობას ახალი გამოცემების პრეზენტაციებსა და სპეციალური საუნივერსიტეტო ფასდაკლებებით გამოფენა–გაყიდვის ორგანიზებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics