|
2024-03-01 14:26:16, 816 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი საბერძნეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. "საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის სტრატეგიულ და ექსპერტთა დონის ვიზიტებს, სამხედრო განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებას, ასევე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობაზე. ირაკლი ჩიქოვანმა ბერძენ დიპლომატთან განიხილა, ორმხრივი თანამშრომლობითა და ნატოს ფორმატებით მხარდაჭერილი, სტანდარტიზაციის როლი თავდაცვის დაგეგმვაში. შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში საბერძნეთის წვლილი. შეხვედრას საბერძნეთის თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი სტეფანოს ლიკოპულოსი დაესწრო",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)