|
2024-03-01 12:49:18, 813 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რომელიც ზურაბიშვილმა საპატრიარქოზე გააკეთა - გამაოგნებელია
საკუთარ იმიჯს აზიანებს ასეთი განცხადებებით,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებები "გამაოგნებელია". "კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა საპატრიარქოსთან დაკავშირებით. უბრალოდ გამაოგნებელია ასეთი განცხადებები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკუთარ იმიჯს აზიანებს ასეთი განცხადებებით. არ მინდა მეტი კომენტარის გაკეთება",- თქვა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "იმედი აქვს, ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევას".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)