|
2024-02-29 22:08:23, 612 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ISFED-ი, გამყალბებელი ორგანიზაცია დღეს უკვე დაკავებულია რეალობის გაყალბებით
არადემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც არ არის დემოკრატიული წყობა და ეს ქვეყნები ვერ დაიკვეხნიან დემოკრატიის ხარისხით, იმ ქვეყნებშიც კი არ გვახსენდება, რომ NGO სექტორის წარმომადგენლებს გაეყალბებინათ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "ISFED-მა საქართველოში არეულობის მოსაწყობად გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და ახლა თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და მის ლეგიტიმურობაზე იზრუნოს". „როდესაც დემოკრატიის და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით ჩატარდა არჩევნები საქართველოში, მოხდა ისტორიული უპრეცედენტობა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბა ამ ორგანიზაციამ [ISFED] და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დღესაც მუშაობს და არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ შექმნია. ეს ერთ ადამიანს რომ გადააბრალეს, ასე კი არ იყო, ორგანიზაციის პრობლემა იყო. დღეს კი ცდილობენ, შეცდომა დაარქვან, მაგრამ ასეთი შეცდომები არ ხდება. თვეების განმავლობაში რომ არ გაამხელ ელემენტარულ საკითხს, ეს არის გაყალბება. საქართველოში არეულობის მოსაწყობად გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. ეს უმძიმესი ცოდვა ადევს იმ ორგანიზაციას, რომელიც ახლა თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და მის ლეგიტიმურობაზე იზრუნოს, იმსჯელოს და აკრიტიკოს საქართველოს ხელისუფლება, როგორ ატარებს არჩევნებს, ან ცესკო როგორ ატარებს არჩევნებს. შესაბამისად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო ის კანონმდებლობა და ის მექანიზმები, რომლებიც აბსოლუტურად გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას სჭირდება. ცესკო ასე იქცევა, მაგრამ ISFED-ი, სხვებთან ერთად, გამყალბებელი ორგანიზაცია დაკავებულია რეალობის გაყალბებით დღეს უკვე, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დააყენონ ეჭვქვეშ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)