|
2024-02-29 16:09:36, 653 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის ქვეშ არსებული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, დასუფთავების აქციაში ჩართული იყვნენ სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებიც. თბილისი მერიის ინფორმაციითვე, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე გიორგი გომარელთან ერთად გაეცნო. „ამ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსზეა, შესაბამისად, აქ ჩვენ ყოველდღიურ დასუფთავების სამუშაოებს არ ვახორციელებთ. იმის გამო, რომ აღნიშნული მონაკვეთი მოქალაქეების მიერ იყო დაბინძურებული, გადავწყვიტეთ, აქციის სახით დაგვესუფთავებინა. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გთხოვთ, საყოფაცხოვრებო ნარჩენი მხოლოდ და მხოლოდ ნაგავშემკრებ კონტეინერებში განვათავსოთ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. მსგავსი დასუფთავების ღონისძიებები „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ პერიოდულად იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)