19:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 15:38:16, 746 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ხომ არ სჯობს, ვიფიქროთ იმაზე, რა გვინდა ჩვენ და არა ის, თუ რა სურს რუსეთს

რუსეთს უნდა, აკონტროლოს არა მხოლოდ საქართველო, არამედ ალბათ, ევროპის ნაწილი. მას აქვს ყველა ამბიცია, შეინარჩუნოს იმპერიალისტური სისტემა, თუმცა ხომ არ სჯობს, იმაზე ვიფიქროთ, რა გვინდა ჩვენ და არა ის, თუ რა სურს რუსეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვას - გაქვთ შიშები რუსეთმა უკრაინაში წარმატებას რომ მიაღწიოს? - ზურაბიშვილმა უპასუხა:

"ჩემი აზრით, ჩვენ  ყველას უნდა გვაწუხებდეს, თუკი, პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს. მე არ ვფიქრობ, რომ ის ახლა უკრაინაში წარმატებულია. ის დამარცხდა თავისი ამბიციებით კიევის აღების, უკრაინის გაყოფის შესახებ. ეს ყველა დიდი ამბიცია ვერ განხორციელდება, ამიტომ, მას არ აქვს გამარჯვება".

პრეზიდენტის თქმით, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს საქართველოსა და ევროპის ნაწილისთვის ეს ჰიბრიდული ომია.

"საქართველოში რუსეთი არა მხოლოდ ერთხელ შემოიჭრა, ის შემოიჭრა სამჯერ. სხვა მეტი არაფერი დარჩა, რაც შეუძლია რუსეთს გააკეთოს. ის აგრძელებს ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას, სამხედრო ბაზები ახლა ე.წ. საოკუპაციო ხაზთან ჰყავს განლაგებული და რასაც ახლა რუსეთი აკეთებს ჩვენთვის და ევროპის ნაწილისთვის, ეს ჰიბრიდული ომია. რაც უკვე დაწყებულია. ის ცდილობს დესტაბილიზაციას, პროპაგანდას. დესტაბილიზაცია ჩვენ კარგად ვიცით. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ ჩვენ უფრო რეზისტენტულები ვართ, ვიდრე სხვა ქვეყნები, გამოცდილებიდან გამომდინარე", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics