|
2024-02-29 12:00:04, 568 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა. "ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი არასრულწლოვნების უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა და ბავშვების მონაწილეობით ჩასატარებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მათზე მორგებულ გარემოში განხორციელება. ღონისძიების დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს და ევროკავშირს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერისა და ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ღონისძიების მიზანს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შეჯამება, ასევე, სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. აღნიშნული პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდება. იგი ითვალისწინებს გააძლიეროს ოჯახებისგან განცალკევების რისკის მქონე, ალტერნატიულ ზრუნვაში მყოფი, ძალადობის მსხვერპლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების დაცვა და მხარდაჭერა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)