|
2024-02-26 14:02:51, 704 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება, შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღნიშნულთან დაკვშირებული ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის მიხედვით, უქმდება განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია. გარდა ამისა, წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება, შესაძლოა, არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ჰქონდეთ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)