01:53 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 16:13:49, 1032 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი პაპუაშვილს - ეს წელი პარლამენტის და ქვეყნის ისტორიაში რუსული კანონის წლად შევა

ბატონო შალვა, ეს წელი თქვენს ბიოგრაფიაში, პარლამენტის ისტორიაში და ამ ქვეყნის ისტორიაში შევა რუსული კანონის წლად, - ასე მიმართა პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

ნაცვლიშვილის თქმით, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური აგენტების" კანონპროექტის დაინფიცირება საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული "რუსული სპეცოპერაცია" იყო.

"ბატონო შალვა, ეს წელი არამხოლოდ თქვენს ბიოგრაფიაში, პარლამენტის ისტორიაში და ამ ქვეყნის ისტორიაში შევა რუსული კანონის წლად. ბევრი მტკიცებულებაა, რომ დიახ, ეს იყო რუსული კანონი და ეს იყო რუსული სპეცოპერაცია განხორციელებული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ თქვენი ხელით, მაგრამ ყველაზე ნათელი, ყველაზე მძიმე მტკიცებულება არის ახლა ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც, ოკუპანტის მიერ დასმულმა ხელისუფლებამ დააინიცრა ზუსტად იგივე კანონი, ახლა, თქვენ გაარჩიეთ, პირველი თქვენ დაგიკვეთეს თუ მათ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტი სათანადოდ ვერ ასრულებს საზედამხედველო ფუნქციას.

"ზედამხედველობის ნაწილი არის სრული ფიქცია. დღეს საქართველოს პარლამენტი არანაირი ზედამხედველობას არ ახორციელებს. ზედამხედველობა არ არის მადლობების დაღვრა მინისტრების მიმართ. ზედამხედველობა არის საკუთარი თანაგუნდელებისთვის სიმართლის თქმა, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე პრობლემები", - დასძინა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics