|
2024-02-21 11:46:39, 537 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დიღმის მასივში ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დასრულდა
დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე არსებული ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკის მეექვსე ფილიალის რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ის თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია და, დაახლოებით, 400 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. „აღნიშნული პროექტის განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ. ფილიალში ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები: შეიცვალა კომუნიკაციები, ელექტროგაყვანილობა, სრულად განახლდა ავეჯი, წიგნის საცავი, ფილიალს დაემატა საერთო სამუშაო სივრცეები, კომპიუტერები, პატარა მკითხველებისთვის ცალკე კუთხე მოეწყო. ცხადია, განახლდა წიგნადი ფონდი. ეს ფილიალი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა დიღომს. დარწმუნებული ვარ, განახლების შემდეგ, ძველებთან ერთად უამრავ ახალ მკითხველსაც შეიძენს“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალების არა მხოლოდ რეაბილიტაცია მიმდინარეობს, არამედ შენდება მედიათეკებიც, რომლებიც დედაქალაქის რამდენიმე გარეუბანს ახალ სიცოცხლეს შესძენს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)