|
2024-02-21 11:33:09, 535 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქართველ სპორტსმენებს შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა. „რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ორმა თანამემამულემ ძალიან გვასახელა და გაგვახარა. მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს. ილია თოფურია პირველი ქართველია, ვინც ამ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ხოლო მერაბ დვალიშვილმა თავისი შედეგი გააუმჯობესა. მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ეჭვი არავის გვეპარება, რომ სამომავლოდ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. მთელი საქართველო გულშემატკივრობდა მათ. ჩვენც ვუერთდებით ამ სიხარულს. მინდა, ორივეს მივულოცო და ბევრი წარმატება ვუსურვო“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადო კომპანია „ალმას“, რომელმაც გულშემატკივრებს შესაძლებლობა მისცა, ორთაბრძოლები ქალაქის მასშტაბით დამონტაჟებულ მონიტორებზე ენახათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)