|
2024-02-18 20:01:28, 625 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ხელი უნდა შევუშალოთ რუსეთს, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის რუსეთს ხელი შუშალოს, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში. ამის შესახებ ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის - ეს არის საჭიროება, უსაფრთხოება, ეს გახლავთ ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციის თვალსაზრისით, იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მაგრამ დღეს მთავარი საკითხი გახლავთ უსაფრთხოება. უსაფრთხოების საჭიროება გახლავთ ის, რასაც უნდა გრძნობდეს ევროკავშირიც", - ამბობს ზურაბიშვილი. პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი ახლა რასაც აკეთებს, ეს 2007 წელს იყო გაცხადებული. მისი თქმით, რუსეთმა განაცხადა, რის გაკეთებას აპირებდა და ამას აკეთებს. "რუსეთი, რასაც ახლა აკეთებს, ეს იყო ფაქტობრივად, გაცხადებული 2007 წელს, რომ ის არ მისცემდა უფლებას დასავლეთს შესულიყო შავი ზღვის რეგიონში. 2008 წელს მოხდა საქართველოს მოვლენები, შემდეგ მოჰყვა ყირიმი, ისევ შავი ზღვის რეგიონი და ომი უკრაინაში. რუსეთმა განაცხადა, რის გაკეთებას აპირებდა და აკეთებს ამას. ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია - ევროკავშირის ინტერესებში შედის საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, რომ ხელი შევუშალოთ რუსეთს, რომ გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში, რის გაკეთებასაც ის ცდილობს და ეს გახლავთ მნიშვნელოვანი მომავლისთვის, კომუნიკაციისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალ წლებში, ათწლეულებში. ჩვენ ეს უნდა ავიცილოთ თავიდან, მოვლენების ასეთი განვითარება", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და დღეს დამთავრდება. მასში მონაწილეობას დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური იღებს.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)