|
2024-02-17 18:31:19, 821 ნახვა
საზოგადოება
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის განცხადება
სოციალურ ქსელში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში არ არის აღმართული სახელმწიფო დროშა. ეს გახლავთ დეზინფორმაცია აკადემიის დისკრედიტაციის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საზოგადოების ფართო ინტერესებიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ აკადემიის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშის აღმართვა ხორციელდება არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება დროშის დაშვება ან სრულად ჩამოხსნა. "პირველი: დროშის დაწევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ოფიციალურად გამოცხადებულია გლოვის დღეები. მეორე: ცუდი მეტეოროლოგიური პირობების დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დროშის ფლაგშტოკის დაზიანება ან თვითონ დროშის დაზიანება, ვინაიდან მიწის ზედაპირიდან დროშის სიმაღლე შეადგენს 50 მეტრს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)