03:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-11 18:52:23, 1836 ნახვა

ომი უკრაინაში
იაპონია უკრაინას 100 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

იაპონია უკრაინას 106 მილიონი აშშ დოლარის (15,8 მილიარდი იენი) ოდენობით დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform-ი Kyodo News-ის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ფინანსურ დახმარებას უკრაინა 7 სფეროში გამოიყენებს. უფრო კონკრეტულად კი, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა 15,8 მილიარდ იენს აღჭურვილობისა და დროებითი ხიდების უზრუნველსაყოფად დახარჯავს.

როგორც მედია წერს, იაპონია თანხებს სოფლის მეურნეობის გაფართოებისთვის, ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად, საინფორმაციო ტექნოლოგიებისთვის, ბიოტექნოლოგიისა და ინდუსტრიის გასაუმჯობესებლად, მმართველობისა და ანტიკორუფციული ზომების გასაძლიერებლადაც გამოყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics