|
2024-02-07 12:53:41, 1244 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესებს საბანკო სერვისების ნაკრებებს სთავაზობს
"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ახალ პროდუქტს - ბიზნეს ნაკრებს სთავაზობს. ბიზნეს ნაკრები საბანკო სერვისებისა და პროდუქტების ერთობლიობაა, რომელიც კომპანიების ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული და მათ შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ოპერაციები მოქნილად აწარმოონ და ჰქონდეთ წვდომა "საქართველოს ბანკის" პარტნიორი ბიზნესების სპეციალურ შეთავაზებებზე. ახალი პროდუქტის საშუალებით, მომხმარებელი სხვადასხვა, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისით ისარგებლებს და ინდივიდუალური საკომისიოების ნაცვლად, ფიქსირებულ ტარიფს გადაიხდის. ბიზნესების ზომისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, ბანკმა ოთხი - სასტარტო, S, M და L ნაკრები შექმნა. სასტარტო ნაკრები იმ დამწყები ბიზნესებისთვისაა და გააქტიურებიდა ექვსი თვის განმავლობაში უფასოა. ამასთან, ამ ნაკრების მომხმარებლები სამი თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ "საქართველოს ბანკის" ტერმინალით. მათ ასევე წვდომა ექნებათ სპეციალურად, სტარტაპების განვითარებისთვის შექმნილ ოცამდე ბიზნეს შეთავაზებაზე. S ნაკრებში კი საბაზისო საბანკო სერვისებია გაერთიანებული. აღსანიშნავია, რომ სასტარტო ნაკრების მფლობელებს შეუძლიათ, გაიუმჯობესონ პროდუქტი და შეარჩიონ M ან L ვერსია ციფრული არხებიდან. ამ შემთხვევაში, მათ ახალ პაკეტთან ერთად შეუნარჩუნდებათ სასტარტო ნაკრების უპირატესობები მისი გააქტიურებიდან 6 თვის განმავლობაში. M ნაკრებში რამდენიმე უპირატესობა ერთიანდება:
ხოლო L ნაკრების მფლობელები ისარგებლებენ:
„საქართველოს ბანკი" ყურადღებით აკვირდება ბიზნეს ლანდშაფტს და იკვლევს სხვადასხვა სეგმენტის ბიზნესის საჭიროებებს. შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი ჩვენ მუდმივად ვქმნით და ვაუმჯობესებთ პროდუქტებსა და სერვისებს ჩვენი მომხმარებლებისთვის. ამის მაგალითია ბიზნეს ნაკრებიც, რომელიც კომპანიებს ოპერაციების ეფექტურად წარმოების საშუალებას აძლევს. მოხარული ვართ, რომ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესებისთვის, ვაკავშირებთ მათ მილიონობით მომხმარებელთან და ვაწვდით ახალ ინსტრუმენტებს გასაძლიერებლად“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". ბიზნეს ნაკრების გასააქტიურებლად ეწვიეთ ბიზნეს ინტერნეტბანკს ან ბიზნეს მობილბანკს და მიიღეთ საჭირო სერვისები მარტივად.
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)