|
2024-02-05 11:32:59, 606 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია, ის ყოველთვის იყო ქვეყნის პროფესიონალიზმის, სანდოობისა და სიმტკიცის მაგალითი
უპირველეს ყოვლისა, მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი პროფესიონალი და გმირი სამხედროების მიმართ, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია, ის ყოველთვის იყო ქვეყნის შიგნით და გარეთ პროფესიონალიზმის, სანდოობისა და სიმტკიცის მაგალითი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართვლოს თავდაცვის ძალებმა ურთულესი გზა გამოიარა, ბრძოლები ტერიტორიული მთლიანობისათვის, რუსეთ-საქართველოს ომი, საერთაშორისო მისიები. ყოველ ჯერზე ღირსებით და სიმამაცით იცავდნენ ჩვენი სამხედროები ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული სამხედროების ხსოვნის წინაშე. დიდება მათ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. ჩიქოვანის თქმით,მისთვის საამაყოა თავდაცვის ძალების განვითარებისთვის მუშაობა. „საამაყო და საიმედოა, რომ თავდაცვის ძალების განვითარებისათვის ვიმუშავებ უაღრესად გამოცდილ, ღირსეულ და პატრიოტ ადამიანებთან ერთად. მინდა, დიდი პატივისცემა დავაფიქსირო თავდაცვის ძალების მეთაურის გენერალ გიორგი მათიაშვილის მიმართ, მისი მოადგილეების, გენერალური შტაბის შემადგენლობის, სარდლობების ხელმძღვანელების, ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალებისა და თითოეული რიგითის მიმართ“, - განაცხადა ჩიქოვანმა. გარდა ამისა ირაკლი ჩიქოვანმა, ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით კი, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილს. ირაკლი ჩიქოვანმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის ძალების შემდგომი გაძლიერებისთვის პარლამენტთან ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)