15:29 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-03 16:43:52, 1113 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი საავტორო უფლებათა ასოციაციაში საგამოძიებო მოქმედებებზე - საკომიტეტო მოსმენების დროს არაერთ დარღვევაზე იყო საუბარი, ლოგიკურია, რომ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდნენ ამ ყველაფრით

სანამ გამოძიების და მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს თავს შევიკავებ ჩემი მოსაზრების გამოთქმისგან, თუმცა, ალბათ ლოგიკური იყო ეს ნაბიჯი გამომდინარე იმ განხილვებიდან, რომელიც პარლამენტში განხორციელდა საავტორო უფლებების კანონთან დაკავშირებით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. 

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენების დროს არაერთ გადაცდომაზე და დარღვევაზე იყო საუბარი  ამიტომ, ლოგიკურია, რომ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდნენ ამ ყველაფრით.

„ამ განხილვებზე არაერთ სერიოზულ დანაშაულზე, გადაცდომაზე და დარღვევაზე იყო საუბარი  ამიტომ, ლოგიკურია ის, რომ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდნენ ამ ყველაფრით, თუმცა ამაზე მეტი ინფორმაცია მე არ მაქვს. მე, როგორც ერთ დეპუტატს, ლოგიკური კითხვა და სურვილი მიჩნდება, რომ სათანადოდ იყოს გამოკვლეული ყველა ის ფაქტი, რომელზეც პარლამენტში იყო საუბარი საკომიტეტო განხილვებზე, თავად ავტორების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics