|
2024-01-26 11:13:05, 581 ნახვა
საზოგადოება
„ბენქსი: ლეგენდის დაბადება სტივ ლაზარიდისის კურატორობით“ 30 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა ნახა - გამოფენის მხარდამჭერია SOLO X და VISA
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მეხუთე დაბადების დღესთან დაკავშირებით, SOLO X-ისა და VISA-ს მხარდაჭერით, გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება, სტივ ლაზარიდისის კურატორობით“ 14 თებერვლამდე ღიაა დამთვალიერებლისთვის. ნამუშევრები 30 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა უკვე იხილა. მეოთხე თვეა მუზეუმში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ ლეგენდარული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის, ბენქსის ნამუშევრები, გაეცნონ მის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე, იხილონ გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალა. „SOLO განაგრძობს კულტურული და ხელოვნების სფეროს განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერას. ქართული სახვითი მუზეუმის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით, მუზეუმმა, SOLO X-სთან და Visa-სთან პარტნიორობით, მსოფლიოში აღიარებული არტისტის, ბენქსის გამოფენას უმასპინძლა სტივ ლაზარიდისის კურატორობით. გამოფენამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია - ის 30 000-ზე მეტმა ვიზიტორმა იხილა. გვახარებს დადებითი უკუკავშირი, რაც გამოფენას მოჰყვა, ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ხელი შევუწყოთ კიდევ უფრო მეტი კულტურული პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნავს ეთერ ირემაძე, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. გამოფენაზე ბრიტანელი ქუჩის არტისტის ნამუშევრებთან ერთად, დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს ქართველი ქუჩის ხელოვანების - გაგოშას, მიშიკო სულაკაურის, სემიჩკას, კოსკას და SICK ‘N TIRED-ის მიერ მუზეუმის კედლებზე შესრულებული ნამუშევრებიც. ქართველი მხატვრების გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია მუზეუმის სალაროში, სადაც SOLO Visa ბარათის მფლობელები 15%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)