|
2024-01-26 11:02:08, 741 ნახვა
საზოგადოება
DRI - აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება არაპროპორციულია
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) მიიჩნევს, რომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება არაპროპორციულია. აღნიშნულთან დაკავშირებით DRI განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ "სასამართლომ არ გაითვალისწინა დაკავებულების პიროვნება, აკადემიური სტატუსი, მნიშვნელოვანი პროფესიული საქმიანობა, პროფესორ-მასწავლებლების თავდებობა და მიმართვები და აღკვეთის ღონისძიების სახით არაპროპორციული ზომა გამოიყენა მაშინ, როდესაც პროკურატურას არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ". "2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის N1-ში აღსრულების წესით ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას, ადგილზე შეკრებილი მხარდამჭერების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და 19 ადამიანი, მათგან ორი - აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით დააკავა. დაკავებულ აქტივისტებს პროკურატურა შსს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა 2024 წლის 25 იანვარს გაიმართა. პროკურატურამ ორივე აქტივისტისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და აქტივისტებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების შუამდგომლობა, რომ დაკავებული აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მოწყვეტა სამეცნიერო-აკადემიური სივრციდან და სასწავლო პროცესიდან დამაზიანებელი იქნებოდა, როგორც ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცისთვის, ისე ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა გაითვალისწინოს ბრალდებულის პიროვნება, მის საქმიანობა, ასაკი, ჯანმრთელობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება და სხვა გარემოებებს. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" შეფასებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაკავებულების პიროვნება, აკადემიური სტატუსი, მნიშვნელოვანი პროფესიული საქმიანობა, პროფესორ-მასწავლებლების თავდებობა და მიმართვები და აღკვეთის ღონისძიების სახით არაპროპორციული ზომა გამოიყენა, მაშინ, როდესაც პროკურატურას არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ. მომდევნო სასამართლო პროცესი კი 2024 წლის 18 მარტს 12 საათზე ჩანიშნა",- აღნიშნულია განცხადებაში.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)