11:37 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 17:23:51, 939 ნახვა

მსოფლიო
„ჰუსიტები“ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ იემენი ერთ თვეში დატოვონ

„ჰუსიტები“ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ იემენი ერთ თვეში დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, „ჰუსიტების“ მიმართვის ადრესატები გაეროსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში მომუშავე ამერიკელები და ბრიტანელი დიპლომატები არიან.

მანამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი „ჰუსიტები“ ტერორისტთა სიაში დააბრუნა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ არაერთი საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით ამერიკელმა სამხედროებმა იემენში დარტყმები მისი ბრძანებით მიიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics