01:00 - 29 Jun, 2026
|
2024-01-11 16:06:17, 1115 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე „ჯეო ჰოსპიტალში“ ჩატარდა. ბრალდებული უკვე კონტაქტურია, თუმცა კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. როგორც კი მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება, სამართალდამცველები მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. ცნობისთვის, მკვლელობა 9 იანვარს, თბილისში მოხდა. ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობით 27 წლის ქალი ინგორყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)