|
2024-01-11 14:48:59, 766 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რელიგიური შუღლის გაღვივება და შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია
რელიგიური შუღლის გაღვივება და შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, არ არის ახალი, მაგრამ ხომ ვიცით, რას ემსახურება ამ ადამიანების ქმედებები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დროული, სწორი და მნიშვნელოვანია. „ვფიქრობ, ეს დროული, სწორი და მნიშვნელოვანია, რადგან ხარვეზი იყო ამ მიმართულებით. ზოგადად, რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ეს არახალია. ხომ ვიცით, თუ რას ემსახურება ამ ადამიანების ქმედებები. მათ პირდაპირ გაცხადებული აქვთ, რომ ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, სარწმუნოებას, პატრიარქს, ჩვენს წარსულს, რომლითაც ვამაყობთ, ჩვენს კულტურას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არაფერი გამოუვა, ყველასთან მიმართებაში იქნება შესაბამისი მიდგომები კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, შეკითხვაზე ხომ არ შეუქმნის აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საფრთხეს გამოხატვის თავისუფლებას, კალაძემ უპასუხა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სათანადოდაა დაცული. „ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. შეიძლება, ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იყოს ასეთი ვითარება და მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს“, - დასძინა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 იანვარს, შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია დააინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდება.
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)