10:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-06 14:38:49, 2799 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ ვმუშაობთ ყველა პარტნიორთან, რათა უკრაინამ ამ თვეში უსაფრთხოების პაკეტების ადეკვატური მოცულობა მიიღოს

ჩვენ ვმუშაობთ ყველა პარტნიორთან, რათა უკრაინამ ამ თვეში უსაფრთხოების პაკეტების ადეკვატური მოცულობა მიიღოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრიორიტეტი უცვლელი რჩება - უზრუნველყოს უკრაინის თავდაცვისა და ჩვენი აქტიური ოპერაციებისთვის აუცილებელი ღონისძიებები. საბრძოლო მასალა, დრონები, აღჭურვილობა, პერსონალი.

"ჩვენ ვმუშაობთ ყველა პარტნიორთან, რათა უკრაინამ მიიღოს უსაფრთხოების პაკეტების ადეკვატური მოცულობა ამ თვეში. თავდაცვით სფეროში გაძლიერებისთვის გერმანიისგან უკრაინამ მიიღო რაკეტები საჰაერო თავდაცვისთვის, არტილერია და სხვა. ეს ძალიან დროული პაკეტია. ჩვენ ველოდებით მსგავს ნაბიჯებს ჩვენი სხვა პარტნიორებისგან, მათ შორის შეერთებული შტატებისგან. უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსულმა ტერორმა ვერ გაიმარჯვოს.

ყოველი დღე, ყოველი ღამე ამ წელს ახალი ინტენსიური ბრძოლებია. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ავდიივკაში, მარინკას, ბახმუტის, ლიმანის, კუპიანსკის მიმართულებებზე. ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი უცვლელი რჩება - უზრუნველყოს უკრაინის თავდაცვისა და ჩვენი აქტიური ოპერაციებისთვის აუცილებელი ღონისძიებები. საბრძოლო მასალა, დრონები, აღჭურვილობა, პერსონალი. ამ წლის გაძლება ნიშნავს მთელი ამ ომის გაძლებას. კრიტიკული და გადამწყვეტი დროა", - განაცხადა ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics