11:34 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-04 14:34:38, 1480 ნახვა

საზოგადოება
„ბათუმელები“ - ბათუმში პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 31 დეკემბერს, ბათუმში, საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის მამაკაცი შეიყვანეს.

როგორც „ბათუმელებს“ კლინიკაში უთხრეს, პაციენტმა ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. გარდა ამისა, 30 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის კაცი გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, მამაკაცს ერთი თითი უკვე საავადმყოფოში მიყვანამდე ჰქონდა დაკარგული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics