13:35 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-30 13:00:21, 1210 ნახვა

საზოგადოება
საქსტატი - 2023 წლის ნოემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 081 პირის მიმართ დაიწყო

2023 წლის ნოემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 081 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული 108 პირის მიერაა ჩადენილი, რაც დევნადაწყებულთა 5.2% შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 701 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში - 230, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში 8 შემთხვევა.

საქსტატის ცნობითვე, 2023 წლის ნოემბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • ქურდობა - 320 შემთხვევა;
  • მუქარა - 276 შემთხვევა;
  • ოჯახური ძალადობა - 218 შემთხვევა;
  • ძალადობა - 142 შემთხვევა;
  • გაუპატიურება - 16 შემთხვევა;
  • გარყვნილი ქმედება - 5 შემთხვევა;
  • თაღლითობა - 236 შემთხვევა;
  • ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - 305 შემთხვევა;
  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება - 105 შემთხვევა;
  • ყალბი დოკუმენტების დამზადება - 40 შემთხვევა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით - 4 შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით 8 შემთხვევა გამოვლინდა, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით კი გამოძიება ერთ შემთხვევაზე დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics