23:14 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 23:57:21, 1188 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე

ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ზე წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, მხოლოდ ხალხის დაკვეთით შექმნილი ერთობა, შეიძლება იყოს ცვლილებისა და გამარჯვების მომტანი.

"გამარჯვება ყოველთვის იწყება მიზნის არსებობით, გამარჯვების რწმენით, პრინციპულობით და მზაობით - იარო რთულ, მაგრამ მართალ გზაზე.

ავირჩიეთ რთული გზა და ვიცოდით მასზე კონკურენტებს ვერ შევხვდებოდით, თუმცა ამ გზაზე აუცილებლად შევხვდებით თანამებრძოლებს.

ვიცი ასეთ ბრძოლაში რამდენად მნიშვნელოვანია სწორი, ღირებულებითი ერთობა;
ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით...

თუმცა მხოლოდ ხალხის ინტერესის კარნახით, მათი დაკვეთით შექმნილი ერთობა, შეიძლება იყოს ცვლილებისა და გამარჯვების მომტანი", - წერს მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics