00:14 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 14:14:16, 1128 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-17 დაწესებულების დირექტორი დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენების ბრალდებით,  სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის # მე-17 დაწესებულების  დირექტორი დააკავეს.

ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე  ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით,საქმე ეხება 2015 წლის 1 იანვარს  მე-17 დაწესებულებაში განხორციელებულ ფაქტს, რა დროსაც მჯავრდებულების მხრიდან მსჯავრდებულებზე  ძალადობა მოხდა. გარდა ამისა, კაპანაძის განმარტებით, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით,  ხსენებულ  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მოთავსებული 7 პატიმრის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო.

"საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა 2015 წლის 1 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #მე-17 დაწესებულებაში განხორციელებული ფაქტი, რა დროსაც ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულთა მხრიდან ასევე მჯსავრდებულებზე ძალადობის შემთხვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მოთავსებული 7 მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და ისინი მიცემულ იქნენ პასუხისმგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ასევე, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია და პასუხისგებაშია მიცემული მე-17 დაწესებულების დირექტორი. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის საამრთლის კოდექსის 332-ე და 144-ე მუხლებით.ინციდენტში მონაწილე ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება",-განაცხადა თეა კაპანაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics