|
2023-12-20 23:40:40, 844 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - მედიკამენტებზე, რეფერენტული ფასების დაწესებითა და თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, ჩვენმა მოქალაქეებმა 350 მილიონი ლარი დაზოგეს
„მედიკამენტებზე, რეფერენტული ფასების დაწესებითა და თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, ჩვენმა მოქალაქეებმა 350 მილიონი ლარი დაზოგეს“,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. უწყების ხელმძღვანელი, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მედიკამენტებზე, ფასის ხელოვნურ ზრდას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებული არასამართლიანი ფასებით, ზარალდება როგორც მოქალაქე, ისე სახელმწიფო. „ჩვენი მხრიდან გაუგებრობა ნამდვილად არ არის, თუ ვინმესთვის ეს გაუგებარია , სამინისტროში არსებობს შესაბამისი პლატფორმა, სადაც ნებისმიერი სახის კომუნიკაციაა შესაძლებელი. მედიკამენტების ბაზრის რეგულირების დაწყებიდან დღემდე, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან სამწუხარო ფაქტები მუდმივად გვხვდება. ეს რეფერენტული ფასების დაწესებას ეხება. ჩვენი მხრიდან გაჟღერდა წამლის იმპორტის ფასები და ის ფაქტი, თუ რა ფასად მიდიოდა შემდგომში ეს მომხმარებლამდე. სამინისტრომ უფრო მძიმე ფაქტები, აპრილის თვეშიც დააფიქსირა. არასამართლიანი ფასებით, ზარალდება როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე სახელმწიფო. საუბარია, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ონკოლოგიური მედიკამენტების ერთდროულად გაძვირებაზე. მოკვლევა ბოლო ეტაპზეა და შედეგები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. თუ ვინმეს არ ახსოვს იმპორტის ფასები, ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან შეუძლია გამოითხოვონ და ნახონ, თუ რა ფასად იყიდება ეს მედიკამენტები საცალო ქსელში. ჩვენ რეფერენტული ფასების დაწესება ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტებით დავიწყეთ, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს. ამ დროისთვის რეფერენტული ფასი დაახლოებით 5 000 მედიკამენტზე მოქმედებს, რაც ფარმაცევტული ბაზრის ნახევარზე მეტია.ეს ფასწარმოქმნას ნამდვილად მოაწესრიგებს. მნიშვნელოვანია, რომ ფასები იყოს სამართლიანი და კონკურენტული. აღნიშნული ცვლილებით, წლის განმავლობაში ჩვენმა მოქალაქეებმა 350 მილიონი ლარი დაზოგეს. ასევე, ძალიან დიდი შეღავათებია, ონკოლოგიური მედიკამენტების მიმართულებითაც“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)