|
2023-12-20 21:57:36, 1066 ნახვა
მსოფლიო
მორავეცკი - პოლონეთში დიქტატურის მშენებლობას ჩვენ არ დავუშვებთ - ხელისუფლება კანონს ყოველ ნაბიჯზე არღვევს
პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) პოლონეთის კულტურის სამინისტროს მიერ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მორავეცკი აღნიშნავს, "ხელისუფლება, რომელიც თითქოს კანონის უზენაესობაზე ზრუნავს, მას ყოველ ნაბიჯზე არღვევს". "კულტურის მინისტრის უკანონო ქმედებები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება, რომელიც თითქოს კანონის უზენაესობაზე ზრუნავს, მას ყოველ ნაბიჯზე არღვევს. და მხოლოდ ერთი კვირაა, რაც მართავენ [ქვეყანას]. არ დავნებდებით. ჩვენ არ დავუშვებთ პოლონეთში დიქტატურის მშენებლობას", - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ. ცნობისთვის, პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოს და საინფორმაციო სააგენტოს PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)