15:11 - 27 Jun, 2026
|
2023-12-19 22:45:11, 1161 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინას 400-500 ათასი ადამიანის მობილიზაცია დამატებით დაახლოებით 500 მილიარდი გრივნა დაუჯდება
სამხედროებმა შემოგვთავაზეს დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მობილიზაციის ახალი ტალღისთვის უკრაინას 500 მილიარდი გრივნა დასჭირდება, რაც „ძალიან სერიოზული“ ციფრია და აღნიშნა, რომ „ამ მიმართულების“ მხარდასაჭერად მეტი არგუმენტი სჭირდება. „ამ ფორმატში მობილიზება უკრაინას დამატებით 500 მილიარდი გრივნა დაუჯდება. ამიტომ, როგორც უკრაინის პრეზიდენტი და ადამიანი, რომელიც დიდ დროს უთმობს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის მოძიებას, მინდა გავიგო პრემიერ-მინისტრისგან და ფინანსთა მინისტრისგან, საიდან უნდა მოვიპოვოთ თანხა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)