|
2023-12-19 11:04:59, 609 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ გამარჯვებულია ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“
„თიბისი“, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონული კონფერენციის − „GITI 2023“ ფარგლებში გამართულ კონკურსში დაჯილდოვდა ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“. 11-12 დეკემბერს საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. კონფერენციის მიზანი საქართველოში მნიშვნელოვანი IT პროექტების და ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის წარმოჩენაა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა კონკურსი, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო IT პროექტების გამოვლენა, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებასა და მათ ციფრულ ტრანსფორმაციას. ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“ „თიბისი“ დაჯილდოვდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებისთვის, რომლებსაც „თიბისის“ IT აკადემია ახორციელებს. „თიბისისთვის“, განათლება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავრი მიმართულებაა და როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის - ხარისხიან IT განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტია. IT აკადემია „თიბისიმ“ 2019 წელს შექმნა. აკადემიაში ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ტექ. პროფესიონალები გახდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში IT აკადემიას ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, მათგან 300-ზე მეტი კი „თიბისიში“ და შვილობილ კომპანიებში მუშაობს. ამჟამად, IT აკადემიაში მიმდინარეობს ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელი ცხრა ახალი კურსი, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს. აქვე შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, „თიბისი“ დაჯილდოვდა ნომინაციაში „ხარისხიანი განათლება“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებისთვის, რომლებსაც „თიბისის“ IT აკადემია ახორციელებს.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)