|
2023-12-18 20:31:58, 1724 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს. ევროკავშირი აწესებს აკრძალვას რუსეთიდან ბრილიანტების პირდაპირ ან ირიბ იმპორტზე, შეძენასა და გადაცემაზე. ამასთან, ევროპულმა საბჭომ 29 სუბიექტი დაამატა იმ სიაში, ვინც უშუალოდ მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო და ინდუსტრიულ კომპლექსის განვითარებას, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენება. როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირი უკრაინისადმი მტკიცედ ერთგულია და აგრძელებს მისი ბრძოლის მხარდაჭერას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის. "ამ მე-12 პაკეტით ჩვენ წარმოვადგენთ ეკონომიკური ზომების ძლიერ ჩამონათვალს, რომელიც კიდევ უფრო შეასუსტებს რუსეთის საომარ მანქანას. ჩვენი გზავნილი ნათელია, როგორც უკვე განვაცხადე: ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინისადმი ჩვენს ერთგულებაში და გავაგრძელებთ მისი ბრძოლის მხარდაჭერას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)