|
2023-12-18 17:47:49, 705 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიამ 65 მლნ ევრო გამოუყო ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებენ
ევროკომისიამ 65 მილიონი ევრო გამოუყო ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებენ. არსებული ინფორმაციით, თანხა გამოიყოფა ოთხი ქვეყნის - ბულგარეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და რუმინეთის მხარდასაჭერად. როგორც ევროკომისია აღნიშნავს, დახმარება გაწეულია იმისთვის, რომ შემსუბუქდეს ფინანსური ტვირთი აღნიშნულ ქვეყნებში ლტოლვილთა რაოდენობის ზრდის გამო და მისცეს ლტოლვილებს საშუალება, მიიღონ დროებითი საცხოვრებელი, მხარდაჭერა, მომსახურება და დახმარება ევროკავშირის ქვეყნებში. "გასულ კვირას ევროკომისიამ გადაწყვიტა, გამოეყო 65 მილიონ ევროზე მეტი თავშესაფრის, მიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდიდან ბულგარეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და რუმინეთის მხარდასაჭერად, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიისგან გაქცეული ადამიანების დასაბინავებლად", - ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)