|
2023-12-18 14:01:34, 759 ნახვა
მსოფლიო
Financial Times - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, შესაძლოა, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვან
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, შესაძლოა, უნგრეთს ჩამოართვან ხმის უფლება, რათა დაამტკიცონ შეთანხმება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. Financial Times-ის ცნობით, ამ ნაბიჯის გადასადგმელად ზოგიერთი ოფიციალური პირი განიხილავს 2007 წლის ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დებულებების გამოყენებას, რამაც შეიძლება შეაჩეროს ხმის (ვეტოს) უფლება. როგორც გამოცემა წერს, უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა, შესაძლოა, დაბლოკოს ნებისმიერმა წევრმა სახელმწიფომ. "უნგრეთმა, შესაძლოა, მეტი პრობლემა შექმნას - შესაძლოა, მან გვაიძულოს, გამოვიყენოთ რამდენიმე განსხვავებული ინსტრუმენტი, მაგრამ საბოლოოდ, ის ვერ შეგვიშლის ხელს უკრაინისთვის ფულის მიწოდებაში", - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)