02:15 - 07 Jul, 2026
|
2023-12-18 11:15:35, 832 ნახვა
მსოფლიო
Українська правда - ვალერი ზალუჟნისა და მისი რამდენიმე თანამშრომლის კაბინეტში მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნისა და მისი რამდენიმე თანამშრომლის კაბინეტში მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Українська правда სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ზალუჟნის კაბინეტში მოსასმენი აპარატი კვირას, 17 დეკემბერს ოთახის შემოწმების დროს აღმოაჩინეს. ეს უნდა ყოფილიყო მთავარსარდლის ახალი კაბინეტი, რომელსაც გადაბარგებამდე ამოწმებდნენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) განცხადებით, მოსასმენი აპარატები ზალუჟნის პოტენციური დისლოკაციის ადგილზე მდებარეობდა, თუმცა უმოქმედო აღმოჩნდა და ის ექსპერტებს უკვე გადაეცა. СБУ-ს ცნობითვე, მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)